მეშვიდე დღე საინტერესოდ დაიწყო.ვიმუშავეთ წყვილებში , გავეცანით მოსწავლის ნამუშევარს, გაუზიარეთ ერთმანეთს აზრი და გავაკეთეთ კომენტარები. ვიმუშავეთ პროექტის შეფასების რუბრიკაზე, შევქმენით კოლაბორაციული მუშაობის რუბრიკა. გავეცანით შეფასების ბიბლიოთეკას.
ტრენინგის მე-6 დღეს შევისწავლეთ სასწავლო ნიმუშების შექმნა. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება.მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული სასწავლო პროცესი.დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო და დამეხმარება პროექტის წარმართვაში.
შეფასება მნიშვნელოვანი კომპონენტია პროექტში, მის საფუძველზე ვახორციელებთ პროექტში ცვლილებებს მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, ვახდენთ დიფერენცირებას, ამასთან მასწავლებელმა უნდა დაგეგმოს დიფერენცირების პროცესი წინასწარ, რომ პროექტის განხორციელებისას იგი იყოს ფასილიტატორი.
ReplyDelete