ინტელის ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. ვისწავლეთ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად. პროექტის დაგეგმვისათვის ჩამოვაყალიბეთ სასწავლო მიზნები და ამოცანები. შევიმუშავეთ შესაბამისი სტანდარტი, მოვახდინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება. გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს, შეფასების ბიბლიოთეკას და მათ გამოყენებას შეფასების სხვადასხვა ეტაპზე. გაავანალიზეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით.შევქმენით მოსწავლის ნიმუში და მოვახდინეთ პრეზენტაცია. ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ. მოვისმინეთ კოლეგების მიერ წარმოდგენილი საინტერესო პრეზენტაციები და გავეცით ეფექტური უკუკავშირი. პროექტებით სწავლება მოსწავლეებს განუვითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში . დიდი მადლობა ბატონ დიმიტრის საინტერესო ტრენინგისთვის.
სასწავლო გეგმა მოიცავს შეფასების სტანდარტებსა და 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს.კარგად არის ჩამოყალიბებული მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შინაარსის ათვისებას და აკმაყოფილებს მოსწავლისა და კლასის საჭიროებებს.შეფასების სტრატეგიებიმოსწავლეზეა კონცენტრირებული,მრავალფეროვანი და განმავითარებელია.
ReplyDeleteსწავლის გეგმა მოიცავს 21-ე საუკუნის უნარებს და მოიცავს მიმართულების მომცემ საკვანძო შეკითხვებს .იყენებს პროექტში მოსწავლეთა შორის განსხვავებს, მოიცავს შეფასების სტანდარტს.აკმაყოფილებს მოსწავლისა და კლასის საჭიროებებს,ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარჩვევების შესწავლას.გვეხმარება შინაარსის შესწავლაში, შეფასების დროს მოიცავს შეფასების სტანდარტებს და მოსწავლეზე კონცენტრირებულია. შეფასება მრავალფეროვანია და ბავშვებისთვის განმავითარებელი
ReplyDeleteთქვენი სწავლების გეგმა მოიცავს21-ე საუკუნის უნარებს,მიმართულების მიმცემ საკვანძოშეკითხვებს.კარგად გაქვს გამოყენებული პროექტზე დაფუძნებული სწავლების მიდგომები.გვეხმარება შინაარსის სწავლებაში.აკმაყოფილებს მოსწავლისა და კლასის საჭიროებებს.კარგი იქნებოდა უფრო მრავალფეროვანი შეფასების სტრატეგიები გამოგეყენებინა.
ReplyDeleteსასწავლო გეგმა მოიცავს შეფასების სტანდარტებს, მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.გამოყენებული აქვს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება, რომელიც ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესწავლაში. შეფასების სტრატეგიები მოიცავს შეფასების სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლეზეა ორიენტირებული. გაკვეთილის გეგმა მრავალფეროვანია.კარგი იქნებოდა მომავალში სწავლის პროცედურები უფრო ვრცლად გაწერილიყო.
ReplyDelete