Skip to main content

Posts

Showing posts from July, 2018

მეცხრე დღე

ინტელის ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. ვისწავლეთ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად. პროექტის დაგეგმვისათვის ჩამოვაყალიბეთ სასწავლო მიზნები და ამოცანები. შევიმუშავეთ შესაბამისი სტანდარტი, მოვახდინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო  კითხვების ფორმულირება. გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს, შეფასების ბიბლიოთეკას და მათ გამოყენებას შეფასების სხვადასხვა ეტაპზე. გაავანალიზეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით.შევქმენით მოსწავლის ნიმუში და მოვახდინეთ პრეზენტაცია.  ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ. მოვისმინეთ კოლეგების მიერ წარმოდგენილი საინტერესო პრეზენტაციები და გავეცით ეფექტური უკუკავშირი. პროექტებით სწავლება მოსწავლეებს განუვითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში . დიდი მადლობა ბატონ დიმიტრის საინტერესო ტრენინგისთვის.

დღე მერვე

დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. დეტალურად განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების კომპონენტები პროექტით სწავლებაში. განვიხილეთ ფასილიტაცია ჯგუფებში სტიკერების საშუალებით დავალაგეთ პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპები.გავეცანით სსსმ  და ნიჭიერ მოსწავლეებს რა სახის დავალება მივცეთ  და როგორ შევაფასოთ, რომ მათ არ დაუქვეითდეთ მოტივაცია.

დღე მეშვიდე

მეშვიდე დღე საინტერესოდ დაიწყო.ვიმუშავეთ წყვილებში , გავეცანით მოსწავლის ნამუშევარს, გაუზიარეთ ერთმანეთს აზრი და გავაკეთეთ კომენტარები. ვიმუშავეთ პროექტის შეფასების რუბრიკაზე, შევქმენით კოლაბორაციული მუშაობის რუბრიკა. გავეცანით შეფასების ბიბლიოთეკას.

დღე მეექვსე

ტრენინგის მე-6 დღეს შევისწავლეთ სასწავლო ნიმუშების შექმნა. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება.მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული სასწავლო პროცესი.დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო და დამეხმარება პროექტის წარმართვაში.

დღე მეხუთე

მეხუთე დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა. დავასრულეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე. ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის დამახასიათებელ უნარ-ჩვევებზე. გავეცანით ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს.  ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების ხერხებს.ინტერნეტ თანამშრომლობით სასწავლო რესურსების გამოყენებს.გავეცანით შეფასების უკუკავშირის ფორმებს, რაც მომავალში გამომადგება მოსწავლეების შეფასებისას.
დღე მეოთხე: განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და შეფასების სტრატეგიები როგორ შევაფასოთ პროექტი. გავეცანით შეფასების გეგმას, რომელ მეთოდებს ვიყენებთ, რა არის შეფასების ინსტრუმენტები. როგორ დავგეგმოთ შეფასება პროექტის დასაწყისში, პროექტის მიმდინარეობის და დასრულების შემდეგ. ვიმუშავეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე, რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანია პროექტის დაგეგმვისა და წარმართვისათვის.დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო.

დღე მეორე

დღევანდელი დღე დავიწყეთ პროექტის პრობლემის განსაზღვრით. გავეცანი პროექტის მოთხოვნებს და ვთვლი რომ ტრენინგი ზუსტად ერგება ამ მოთხოვნებს. შევქმენით ბლოგები. ვისწავლეთ ჩეკლისტის მომზადება. გავეცანი ბუკლეტის შინაარსს და მის მნიშვნელობას პროექტისათვის.დავამზადეთ ბუკლეთ მშობლებისთვის.